აშშ-ის სურსასითა და წამლების სამმართველომ (FDA) გამოყენებისთვის პრეპარატი Apretude დაამტკიცა, რომელიც ხელს უწყობს აივ-ინფექციის თავიდან აცილებას.
ამის შესახებ ინფორმაცია მარეგულირებლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
აღინიშნება, რომ პროფილაქტიკური კურსი რეკომენდებულია მოზრდილებისა და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 35 კილოგრამს აღემატება.
პირველი ორი ინექცია კეთდება ორი კვირის ინტერვალით, შემდეგ ნემსის გაკეთება საჭირო იქნება ყოველ ორ თვეში ერთხელ.
„პრეპარატის დამტკიცება მნიშვნელოვან ინსტრუმენტია აივ-ინფექციის პრევენციისთვის, ყოველდღიური აბების მიღების გარეშე“, – განაცხადა უწყების ანტივირუსული პრეპარატების განყოფილების უფროსმა, დებრა ბირნკრატმა.
შემოდგომაზე მარეგულირებელმა დაამტკიცა წამლის ანალოგი აბების სახით, თუმცა, როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბევრ ადამიანს უჭირს წამლის ყოველდღიურად მიღება, ამიტომ, ალტერნატივაა ინექციებია, რომელთა შეყვანა ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ ხელს შეუწყობს დაავადებასთან ბრძოლას.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები მოიცავს თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ცხელებას, დაღლილობას და გამონაყარს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში აივ ინფექციის 36,8 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამერიკის ხელისუფლება ოთხ წელიწადში ამ მაჩვენებლის 9,5 ათასამდე შემცირებას გეგმავს.