ნიკა მელია: მოშიმშილეთა სია დგება – ამ წუთის მდგომარეობით 300-ზე მეტი ადამიანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.

„უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასობრივი შიმშილობა იწყება. სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები