სოხუმში აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტში შეჭრა სცადეს – ადგილზე ვითარება დაძაბულია(ფოტო,ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტამდე მოაწყვეს მსვლელობა, ამის შემდეგ კი, პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ორი დელეგატი გაგზავნეს, და მოითხოვეს, რომ მათთან დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ბჟანიამ მოთხოვნაზე უარი თქვა.

”ჩვენ მივიღეთ შემდეგი პასუხი:” გავიგე, მე უკვე ჩემს მიმართვაში გამოვთქვი ჩემი პოზიცია და არ მჭირდება აქციაზე წასვლა”.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ძალოვანების მისამართით ნივთების სროლა დაიწყეს.

შეკრებილებმა ერთ-ერთი ავტობუსის აყირავება სცადეს. ზოგიერთს ხელში ჯოხი, ხოგიერთს კი ცეცხლსასროლი იარაღიც კი უჭირავს.

პერიოდულად ვითარება მშვიდდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები