სისხლის სამართლის სპეციალისტების ვიზიტს უფლებადამცველები აფასებენ

საქართველოში სისხლის სამართლის ცნობილი სპეციალისტების ვიზიტს უფლებადამცველები აფასებენ. უფლებადამცველების აზრით, უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება მთავარ პროკურატურას რეზონანსული საქმეების ობიექტურ გამოძიებასა და პოლიტიკური მოტივის გამორიცხვაში დაეხმარება.
„ის კრიმინალები, ვინც დღეს არიან ციხეებში და მათ უკვე სასამარტლომაც გამიუტანა განაჩენი მაგრამ დღემდე მიმდინარეობს დავა იმაზე, რომ ესენი პოლიტიკური ნისნით არიან, თუ კრიმინალები არიან და ამიტომ იხდიან სასჯელებს, სწორედ აეთ საქმეებში ასეთი სპეციალისტების ჩართავ ძალიან ბევ კითხვის ნიშანს გააქრობს დასავლეთში. სიდამოხმარებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.
ყოფილი პროკურორების ჩამოსვლას ეხმაურება 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამაც. სოსო რობაქიძე ამბობს, რომ სპეციალისტები არამარტო მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში, არამედ გახმაურებული საქმეების მოკლევაშიც უნდა ჩართონ. „სამართლიანობის აღდგენა თუ უნდათ ჩაგვრთონ ამ საქმეში და ჩვენ ვაჩვენებთ ყველაფერს და ერთხელ და სამუდამოდ დასავლეთი აღარ ისაუბრებს იმ ხალხზე, რომ ესენი არიან პოლიტდევნილები საქართველოდან“, – განაცხადა რობაქიძემ.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს კი მოწვეული პროკურორების მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების არ სჯერა.
„სდამართლიანობის აღდგენა და ყოფილი მაღალჩინოსნის აღდგენა უნდა მოხდეს ცვენი, ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ . ქარტულმა სისტემამ უნდა წაუყენოს მათ ბრალი , დაუსაბუთოს დაუმტკიცოს და თუ აუცილებლობა იქნება დააკავოს. მოწვეული პროკურორების მიერ განხორციელებული მართლმსაკ~ჯულების მე არ მჯერა“, – განაცხადა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები