#ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დევნილები აიცრნენ

 

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის – #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილებს თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები