საქართველოს მთავრობამ ბერლინში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება გაყიდა

საქართველოს მთავრობამ ბერლინში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონება – შენობა და 485 კვ/მ მიწის ფართი გაყიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გერმანიაში საქართველოს ელჩის რეზიდენცია ფუნქციონირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ამორტიზება მოხდა და შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
„თვითონ ეს შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა ელჩის რეზიდენციას, რომელიც ამჟამად აღარ გამოიყენებოდა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სარდაფში იყო წყალი, რომლის გამოსწორების შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა და, შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით სახელმწიფომ აღნიშნული ქონების რელიზაციის გადაწყვეტილება მიიღო “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის კუთვნილი ქონება კერძო პირმა 254 000 ევროდ შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები