უპრეცედენტო შემთხვევა – ინდოელ ბიჭს 232 კბილი აღმოაჩნდა

ინდიელ თინეიჯერს 232 კბილი აღმოაჩნდა. ადგილობრივმა ექიმებმა მას უპრეცედენტო სირთულის ოპერაცია ჩაუტარეს.
ინდოეთის ქალაქ მუმბაის მკვიდრს, 17 წლის აშიკ გავაის კბილის ტკივილი რამდენიმე თვის წინ დაეწყო. მოგვიანებით მან ადგილობრივ კლინიკაში მისვლა გადაწყვიტა და ექიმებმა მის ყბაში სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც წვრილი კბილებით იყო სავსე. ექიმებმა მას კომპლექსური ოდონტომის დიაგნოზი დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღრძილის შიგნით ნორმაზე მეტი კბილი ამოდის.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი სუნანდა დივარ-პალვანკერი აცხადებს, ბიჭს საოცარი სირთულის ოპერაციის გადატანა მოუწია, რომელმაც შვიდ საათს გასტანა. ექიმების ჯგუფმა ასევე ოპერაციის დროს პაციენტს ყბის ძვალში მარგალიტის მსგავსი სტრუქტურა აღმოუჩინეს, რომელიც ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ისე ამოიღეს. კლინიკის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღემდე ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტის ყბაში სიმსივნური წარმონაქმნიდან 37 კბილი ამოუღიათ, მაგრამ ის, რაც მათ ამ შემთხვევაში იხილეს, უპრეცედენტოა.

 10569873_10203198669265258_890793999_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები