ამირან გამყრელიძე: ალბათ, წლის ბოლომდე გავალთ ჯანმო-ს სამიზნე მაჩვენებელზე, მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება

“წლის ბოლომდე გავალთ ჯანმო-ს სამიზნე მაჩვენებელზე, მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დეკემბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრას.

„მოცვა მაღალი არ არის. ალბათ, წლის ბოლომდე გავალთ ჯანმო-ს სამიზნე მაჩვენებელზე, მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ. იმისთვის, რომ „ომიკრონმა“ მდგომარეობა არ გააუარესოს და შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს, აცრების რაოდენობამ მაქსიმალურად უნდა მოიმატოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები