საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სემინარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე პრეზენტაციები ჩატარდა საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული საქმეების განხილვა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა შოთა რიჟამაძემ გახსნა.

შეკრებილ მონაწილეებს ბრიუსელიდან სიტყვით, ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების I სამმართველოს ხელმძღვანელმა ევგენი ევგენიევმა მიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის – „კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები