ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოდან 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, განხორციელდა 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის, სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,707), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი – სომხეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები