კუდის ავტომანქანების რემონტისთვის დახარჯული მილიონები
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ავტომანქანების რემონტისთვის 2 მილიონ 155 567 ლარი დახარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს. IDFI –ს მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის გაწეულია 2 813 400 ლარის ხარჯი, საიდანაც მიმდინარე რემონტის ხარჯმა 2 308 800 ლარი შეადგინა. გარკვეულ შემთხვევებში, ავტომანქანების საბალანსო ღირებულებასთან შედარებით, მიმდინარე რემონტის ხარჯები არაგონივრულად მაღალია: ორგანიზაციის ინფორმაციით, ავტომანქანების რემონტზე 2011 წელს გაწეულია 1 022 650 ლარის ფაქტობრივი ხარჯი, ხოლო 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით – 1 132 917 ლარი.