გიორგი ცუცქირიძე: ქართული ე.წ მეინსტრიმული მედია რეალურად, რომ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის გაშუქებით, ფაქტიურად კი უფრო გაუშუქებლობითაც გამოჩნდა

ქართული ე.წ მეინსტრიმული მედია რეალურად, რომ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის გაშუქებით, ფაქტიურად კი უფრო გაუშუქებლობითაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ. ამ დროს სხვა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვფიქრობ, ნამდვილად არ ხდება, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“კვირა” მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ქართული ე.წ მეინსტრიმული მედია რეალურად, რომ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის გაშუქებით, ფაქტიურად კი უფრო გაუშუქებლობითაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ. ამ დროს სხვა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვფიქრობ, ნამდვილად არ ხდება. არც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია აქტუალური შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკისთვის და არც 21 დეკემბრის მიტინგზე რამდენი ადამიანი გამოვა.

ეს ვიზიტი კი პირველ რიგში იმითაც არის მნიშვნელოვანი და იმსახურებს ფართო გაშუქებას, რომ ქვეყნის საერთაშორისო აქტივობის თავისებურ მდგენელადაც გამოდგება, რადგან მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან ანტიდასავლური განცხადების და მთელი ცივილური სამყაროს ღია შანტაჟის და უკრაინაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ფონზე, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.
სწორედ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პრემიერის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს, მკაფიო გზავნილი რუსეთისადმი, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები.
ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და დეკლარაცია, რომელიც სამიტზე იქნა დამტკიცებული, რაც „ასოცირებული ტრიოსთვის“ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაციას ითვალისწინებს.
დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. ახალი მეტად ამბიციური დღის წესრიგი, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას და მეტ ინტეგრაციას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან, 500 მილიონიანი მოსახლეობით. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნომინალური თვალსაზრისით მსოფლიოში ორი უდიდესი ეკონომიკაა. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ეკონომიკა აშშ სთან ერთად მთლიანი გლობალური მშპ-ს 42.4%-ს შეადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, კი გულისხმობს როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება.
თუ მხედველობაში მივიღებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივასაც, რასაც ახალი იმპულსი, აშშ ის სავაჭრო წარმომადგენელისადმი, კონგრესმენთა ჯგუფის ბოლო განცხადებამაც მისცა, ქვეყანას აქვს კარგი შანსი არა მხოლოდ ეკონომიკის მდგრადობა უზრუნველყოს, გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, რაც ახალი სამუშაო ადგილებს გააჩენს, არამედ რეგიონალურ ჰაბადაც კი იქცეს, და არც თუ შორეულ მომავალში.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ვიზიტმაც აჩვენა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ეტაპობრივად ზრდის საერთაშორისო ინტეგრაციას და ის მწარე რეალობაც თუ ვინ არის რეალურად “გამქრალი საერთაშორისო რადარებიდან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაჯაჭვულ ქართულ ოპოზიციაზე უფრო ითქმის”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები