ოკუპირებულ აფხაზეთს “ევრაზიული ინტეგრაციის საკითხთა სპეციალური წარმომადგენელი” ეყოლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ იგორ ახბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიული ინტეგრაციის საკითხთა სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

იგორ ახბა დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთში ე.წ.საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

72 წლის იგორ ახბა 1992-2008 წლებში რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.

2008 წლიდან დღემდე, ე.წ. ელჩის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები