„ვუსამძიმრებთ ნიდერლანდების სამეფოს, სადაც გლოვობენ გარდაცვლილების გამო“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 777“, რეისით: ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ჩამოვარდნის გამო ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„ვუსამძიმრებთ ნიდერლანდების სამეფოს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, ჩვენს მეგობარ ხალხს, ოჯახებს, რომლებიც გლოვობენ დღეს გარდაცვლილების გამო. ვიზიარებთ მათ მწუხარებას და ვგმობთ იმას, რაც მოხდა. ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე და ყველა, ვისაც ამ საშინელ ქმედებასთან აქვს კავშირი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უმკაცრესად დაისაჯოს.
ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს, იქნება ეს დაუდევრობით თუ გააზრებულად, სახელმწიფო სპონსორობით, თუ დამოუკიდებელი თვითქმედებით. ჩვენი აქ მოსვლით, თანაგრძნობის გამოხატვით მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორ მეგობარ სახელმწიფოს – ჰოლანდიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ მოხდება “, – აღნიშნულია სამძიმრის წიგნში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები