უარი შსს-ში გამოცხადებაზე – თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება
კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თემურ ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, ალასანიამ უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა, შესაბამისად, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.