საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში “17 მაისის საქმეზე” დავა წააგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა, რადგან 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ავრცელებს.

“სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.
ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.
“თბილისი პრაიდი” წერს, რომ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წლის 17 მაისს:

ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3) დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14);
დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14)”, – წერს სიმონიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები