ირაკლი ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე“: თურმე, შერიგება უნდათ, მაგრამ პრეზიდენტთან არ მიდიან
„პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს იწვევს, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს და ღონისძიებას არ ესწრება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
მისი თქმით, შერიგებაზე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ბლეფია.
„პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს იწვევს, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს და ღონისძიებას არ ესწრება. ერთი თვეა, საპროტესტო აქცია აქვთ, თურმე, შერიგება უნდათ, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და რა დროს დაპირისპირებაა, მაგრამ პრეზიდენტმა მიიწვია და არ მიდიან, რადგან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ინციატივა შერიგებაზე და ნიანგის ცრემლები არის ბლეფი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას დღეს გამართავს.