იაპონიამ „მოდერნას“ ვაქცინა „ბუსტერპროგრამაში“ ოფიციალურად შეიყვანა

იაპონიის მთავრობამ „მოდერნას“ მიერ წარმოებული, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ბუსტერპროგრამაში“ ოფიციალურად შეიყვანა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონიის შესაბამის ორგანოებს „ნოვავაქსმა“ უკვე მიმართა ავტორიზაციის მისაღებად.
გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში „მოდერნას“ ვაქცინა „ბუსტერდოზებად“ ხელმისაწვდომი იქნება 18 წელს ზემოთ პირებისთვის.

„მოდერნას“ „ბუსტერდოზებთან“ დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფოს ჯანდაცვის სტრუქტურის ექსპერტებმა გუშინ გასცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია შედარებით გვიან დაიწყო, მოქალაქეების 80% უკვე სრულად ვაქცინირებულია. ეს რიცხვი აღნიშნულ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იაპონიის სახელმწიფო 2022 წლისთვის „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების დამატებით 170 მილიონი დოზის შესყიდვასაც გეგმავს.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/japan-adds-moderna-shot-covid-vaccine-booster-arsenal-joining-pfizer-2021-12-16/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები