თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი იმართება, ოპოზიციური პარტიების წევრები იკრიბებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი იმართება, ოპოზიციური პარტიების წევრები იკრიბებიან.
სასამართლოში მივიდა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია, ამავე პარტიის წევრი – ხატია დეკანოიძე, სასამართლოში ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: გიგი უგულავა, სალომე სამადაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და „ლელოს” წევრები.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.