გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია თუ დააყენებს საკითხს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ და „ნაცმოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია საკითხს დააყენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის მზადაა.
“ჩვენ არამხოლოდ განცხადებებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მომხდარიყო. რა თქმა უნდა, მზად ვართ ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ საკითხი დააყენეს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიები დაფიქრდებიან, რომ აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.