ხაზარაძე-ჯაფარიძის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე დღეს განაჩენს გამოიტანს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო პროცესი გაიმართება.

მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად მას შემდეგ გავა, რაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

მანამდე კი, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 აშშ დოკარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა  ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები