კენტუკის შტატში დამანგრეველი ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაკარგული

აშშ-ის კენტუკის შტატში რამდენიმე ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა, იტყობინება CNBC.

”ამჟამად თუ გვაქვს კარგი ინფორმაცია, ეს არის ის, რომ დაღუპულთა რიცხვი გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა”, – დასძინა მან.

გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა ასაკი ორი თვიდან 98 წლამდე მერყეობს. ამასთან, ბეშირმა აღნიშნა, რომ რვა მსხვერპლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

გარდა ამისა, ბეშირმა თქვა, რომ მიმდინარეობს ტორნადოს მიერ მიყენებულ ზარალის დათვლა, ასევე, საავტომობილო გზებიდან ნაგვის გატანისა და დაზიანებული შუქნიშნების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დააკმაყოფილა გუბერნატორ ბეშირის თხოვნა კენტუკიში ტორნადოს შედეგები ფედერალური დონის კატასტროფად იყოს აღიარებული.

გასულ პარასკევს, შტატში რამდენიმე ტორნადომ პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქი მეიფილდი და მიმდებარე ტერიტორია.

ბაიდენმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გაეწია დახმარება სახლების, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები