ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს ელექტროენერგია სთხოვა
ენგურჰესის ჯავარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე თქვა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს.
“ყველა აუცილებელი დოკუმენტი მომზადებულია. გუშინდელი დღიდან ის პრემიერმინისტრთან, მიხეილ მიშუსტინთან დევს. ვიმედოვნებთ, რომ ის შესაბამის განკარგულებას გასცემს”, – თქვა ბჟანიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში, ენერგეტიკული კრიზისის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, ხშირია ავირიები მაღალი ძაბვის ხაზებზე.