იენს სტოლტენბერგი: მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით

“მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, ნატო-ს მოკავშირეებმა კი რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია.

„ბატონო ირაკლი, მიხარია, რომ კვლავ გმასპინძლობთ ნატო-ს სათავო ოფისში. ჩვენ საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ვართ და საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მოკავშირეებმა რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია.

ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დათმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არსებობის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და რეგიონში ესკალაციას თავიდან აიცილებს. რუსეთს რეგიონში ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ, თვითონ აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ევროპაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია. ნატო გააგრძელებს პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები