ბესელია თაქთაქიშვილზე: ეს ქალი ფსიქიატრიულშია წასაყვანი – დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას ერთმანეთს ეკა ბესელია და უმცირესობის წევრი – ჩიორა თაქთაქიშვილი დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას ეხებოდა. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის დროს მას უნდა განემარტოს, თუ რისთვის უცვლიან მას საპატიმროს. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჩიორა თაქთაქიშვილმა დააფიქსირა.
ბესელიამ თაქთაქიშვილს მონოლოგის რეჟიმში საუბრის თავშეკავებისკენ მოუწოდა და ის პერიოდი შეახსენა, როცა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო.
„კრიმინალები თქვენი გუნდის წევრები არიან და თქვენ იყავით კრიმინალური ბანდის წევრები, ადამიანებს აწამებდით და აუპატიურებდით. თქვენ ტაშს უკრავდით და ფეხზე უდგებოდით იმ მინისტრს, რომელიც აწამებდა და აუპატიურებდა“, – განაცხადა ბესელიამ, რასაც ჩიორა თაქთაქიშვილის რეპლიკა მოყვა: „ყოველთვის ფეხზე ავუდგები ვანო მერაბიშვილის საქმეს და ბაჩო ახალაიას მიერ გაკეთებულ საქმეს. თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას“.
ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თავხედური უწოდა. მან თაქთაქიშვილს „არანორმალური“ უწოდა. “ფსიქიატრიულშია ეს ქალი წასაყვანი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. თაქთაქიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=b-fcLxgaW4M&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები