ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს. ჯამურად, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები