ნიგერიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
ნიგერიის პორტ ჰარკოუტში დაკავებული გემის ეკიპაჟის 9 წევრიდან 3 ბათუმელია. როგორც გემის კაპიტანი რეზო ქათამაძე აცხადებს, შეიარაღებული სამხედროები მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ფინანსური დავალიანების მქონე გემი 6 თვეა პორტში დგას. მეზღვაურებს არ აუღიათ 8 თვის ხელფასიც.
“მე და ჩემმა თანაშემწემ ნიგერიის საპატიმროში 37 დღე გავატარეთ, გემზეც ავტომატებით შეიარაღებული 6 ადამიანი იმყოფება, ავტომატიანი ამდენივე კაცები სანაპიროზეც დგანან, არ გვიშვებენ, პასპორტები, გემის საბუთები ჩამოგვართვეს და წაიღეს. 6 თვეა ასეთ დღეში ვართ, ვერც ქალაქში ვერ გავდივართ“,- განაცხადა რეზო ქათამაძემ.
კაპიტნის გარდა გემზე მყოფი კიდევ ორი პირი -მოტორისტი ჯაბა დუმბაძე და კაპიტნის მოადგილე ნიკოლოზ სანდარჩუკია. ოჯახის წევრებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და დამსაქმებელ კომპანიას მიმართეს, სადაც აცხადებენ, რომ საკითხს სწავლობენ. ინფორმირებულია საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება და ნიგერიის მთავრობა. კომპანიის დირექტორი, რომელმაც მეზღვაურები რვა თვის წინ გემზე სამუშაოდ გააგზავნა, აცხადებს, რომ იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა შეიძლება მოხდეს ნაოსნობის პერიოდში, შეუძლებელია.
წყარო : აჭარის ტელევიზია
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lKVwZmW-32Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]