ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოწინავე ადგილებს დაიკავებს

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოწინავე ადგილებს დაიკავებს.

მისივე თქმით, პროგრამა წარმატებულია.

“საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაიკავებს მოწინავე ადგილებს. დღეს უკვე მიიჩნევა, რომ პროგრამა არის წარმატებული და, შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით. მე მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც იყო ჩართული, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აუცილებლად ყველა იმ პაციენტს, რომელიც პირველი დღიდან გვენდო ჩვენ და ენდო პროგრამას. სწორედ ნდობაზე არის დაფუძნებული ნებისმიერი პროგრამის წარმატება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები