კუდ-ის თანამშრომლებმა ორ წელიწადში 6 486 100 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში 2011 წლის განმავლობაში პრემიის სახით გაცემულია 3 859 700 ლარი, ხოლო 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით 2 626 400 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის დოკუმენტის მიხედვით, 2011 წელს დეპარტამენტის დირექტორს შრომის ანაზღაურების სახით დაერიცხა 104 200 ლარი, საიდანაც პრემიის სახით მიღებული აქვს 66 700 ლარი. ნოემბრის თვეში დირექტორს ერთჯერადად პრემიის სახით დაერიცხა 14 500 ლარი. დირექტორის მოადგილეების 2011 წელს მიღებული პრემიების ოდენობა მერყეობს 29 300 – დან 39 900 ლარამდე.
2012 წლის აგვისტოს თვეში დეპარტამენტის დირექტორს პრემიის სახით მიღებული აქვს 18 750 ლარი. სულ ივლისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პრემიის სახით მიღებული აქვს 39 500 ლარი. მინისტრის ბრძანებებში პრემიის გაცემის საფუძვლად მითითებულია ზოგადად „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის“, თუმცა უცნობია თუ რა კონკრეტული დამსახურებებისათვის არის გაცემული ზემოთხსენებული ოდენობის პრემიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები