დავით რეხვიაშვილი: კლინიკაში მომართვიანობა მაღალია – ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს

“ამჟამად, ციციშვილის კლინიკაში 122 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი მძიმეა”, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს.

„კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. კლინიკა გაშლილია 175 კოვიდსაწოლზე და აქედან 122 საწოლი დაკავებულია. 17 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ორის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ, შესაბამისად, იმყოფებიან აპარატზე. ბავშვებში, როგორც ვიცით, კოვიდი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს და საკმაოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომებით არიან. კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები