ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის “ომიკრონის”შტამით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ელოდება.
ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურში რუსულ მედიას განუცხადეს.
”გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ჩვენ ველოდებით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს”, – თქვა ჯანმო-მ. დიდმა ბრიტანეთმა წინა დღეს გამოაცხადა “ომიკრონით” გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ.
„ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა, თანმიმდევრულად გააანალიზოს ყველა ინფექცია ან სიკვდილი, ამიტომ, კონკრეტული ვარიანტის გამო, სიკვდილის ზუსტი დაფიქსირება რთულია. “ომიკრონის” სიმძიმის შესახებ ინფორმაცია მოსალოდნელია უახლოეს კვირებში“, – განმარტეს პრესსამსახურში.