ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, პანდემიის დასრულების შემდეგ კაცობრიობა უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგენა.
მისი თქმით, ეს იქნება დაკავშირებული სიღარიბესთან, შიმშილთან, უთანასწორობასთან, დაავადებებთან და კლიმატის ცვლილებასთან
„კოროვირუსული პანდემიის დასრულების შემდეგ, კაცობრიობა უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება, ვიდრე ადრე, რაც დაკავშირებულია სიღარიბესთან, შიმშილთან, უთანასწორობასთან, დაავადებებთან და კლიმატის ცვლილებასთან”,- თქვა მან ჟენევაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის მე-10 გლობალურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისრთ დამოკიდებულება არა როგორც ხარჯის, არამედ როგორც ინვესტიის მიმართ უნდა იყოს.
„ამავდროულად, სახელმწიფოების ძალისხმევის ცენტრში უნდა იყოს მოსახლეობის საყოველთაო დაფარვის მიღწევა ჯანდაცვის სერვისებით, რაც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედია“, – დაასკვნა გებრეიესუსმა.