“ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, რაც აქამდე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა, სახელმწიფომ მას სრულად მიაწოდა”

ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, რაც აქამდე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა, სახელმწიფომ მას სრულად მიაწოდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე ოპონენტების განცხადებაზე პასუხად განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალურად მედიკოსებმა უნდა ისაუბრონ.

„ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქამდე დასჭირდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს მიერ, მას სრულად მიეწოდა. რაც შეეხება მისი მკურნალობის საკითხებს, როგორც ეს ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები რეაბილიტაციისთვის მისი უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები