“ომიკრონის” შტამით პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ვაკვირდებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. მინიმუმ ერთი პაციენტია გარდაცვლილი, რომელიც ,,ომიკრონის,, შტამით იყო ინფიცირებული”, – განაცხადა ჯონსონმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე “ომიკრონით” გარდაცვალების ფაქტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები