„ლელოს“ფრაქციას დილარ ხაბულიანი უერთდება

პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია ისევ შექმნას.

ფრაქციის შექმნის მიზნით, „ლელოს“ ფრაქციაში გადადის დილარ ხაბულიანი, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან არის წარმოდგენილი.
„ლელოს“ ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა.

ამ დროისთვის, „ლელოს“ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს, რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები