„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მთავრობას, პრემიერს“
,,არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პარლამენტი მზადაა, მთავრობას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
„პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს, იმისთვის, რომ იმუშაოს კიდევ უფრო უკეთესად, რადგან ჩვენი ხალხისთვის ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”, -განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” საუბრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს.
“მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.