გურამ მაჭარაშვილი: არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი

“ჩვენ ვხედავთ, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. მის პირად ექიმს და მის ოჯახის წევრებს, გასაგებია, რომ შეიძლება აღელვებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე, კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრის და, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის და, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და გამომდინარე აქედან, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ამის ინტერესი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები