აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატში, ტორნადოსა და ძლიერი ქარის გამო, სტიქიური უბედურება გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.
ორი დღის წინ აშშ-ის პირველმა პირმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ფედერალური დახმარება შეიძლება, მოიცავდეს პროგრამებს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, მათ შორის, გრანტებს დროებითი საცხოვრებლისთვის და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ზარალის კომპენსაციისთვის.
მანამდე, კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა, რომ შტატში ყველაზე მომაკვდინებელი ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ზე მეტია და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
გასულ დღეს აშშ-ის რამდენიმე შტატს ტორნადო და ქარიშხალი დაატყდა. კერძოდ, სტიქიურ უბედურებას ებრძვიან ილინოისში, მისურიში, არკანზასში, კენტუკისა და ტენესიში.
არკანზასში ერთი ადამიანი დაიღუპა მოხუცთა თავშესაფარში, ტენესიში, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული.