სახალხო დამცველი მასთან არსებულ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იმყოფება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მასთან არსებულ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის ოფისი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის დასკვნებს ეყრდნობა.

„სახალხო დამცველი ეყრდნობა თავის, ანუ ჩემს მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის დასკვნებს, ამიტომ სამედიცინო შეფასებების, რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნებს. რა თქმა უნდა გავეცნობით ალტერნატიულ დასკვნებსაც, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეფასებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები