“რუსეთი კიდევ ერთხელ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს” – “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება

პარტია „სტატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, როდესაც აცხადებს, რომ „აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, იმის შესახებ, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“. ამის შესახებ პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთი კიდევ ერთხელ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, რამდენადაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ნებისმიერი მცდელობა, გავლენის სფეროების დაკანონების, უპირისპირდება როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტის პრინციპს, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს.

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, განგრძობითი რუსული ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი საფრთხეს უქმნის ეროპულ უსაფრთხოებასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ნორმებს.

მტკიცედ გვჯერა, რომ სწორედ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთისკენ და საქართველოს ნატო-ში წევრობა არის სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია ევროპაში”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები