გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ეკონომიკური შედეგები ემუქრება.
„თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, ამ შაბათ-კვირას ლივერპულში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აჩვენებს ერთიანობას და პოზიცია, შეეწინააღმდეგოს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას, აბსოლუტურად მტკიცე იქნება.