უკრაინული მედია: უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, სააკაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისრება
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ემუქრება საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა – Pravda პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ ქვეყნის „ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე სააკაშვილის, სავარაუდოდ, უკანონო გადაყვანის ფაქტზე დაწყებულ – სისხლის სამართლის საქმეს. ამ საქმის ფარგლებში, დგინდება ის პირები, რომლებიც პოლიტიკოსს უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.
რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება”.