რიაბკოვი: აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოება არ უნდა მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აღმოსავლეთში ნატო-ს გაფართოება არ უნდა მოხდეს.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ თემაზე ყველა სიგნალს ვიღებ, როგორც სურათის ნაწილს, რომელიც ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა. კიდევ ერთხელ: აღარ უნდა მოხდეს ნატოს შემდგომი წინსვლა აღმოსავლეთისკენ. მაგრამ ასეთი გაფართოების არარსებობის შემთხვევაშიც, არ უნდა იყოს მიმდებარე ტერიტორიების სამხედრო-ტექნიკური განვითარება, როგორც ეს ახლა ხდება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ“, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები