Bloomberg: ნატო-ს აღმოსავლეთის წევრები “განრისხებულნი” არიან ბაიდენის იდეით პუტინთან დიალოგის ფორმატის შესახებ

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებმა ძალიან კრიტიკულად მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იდეა იმის შესახებ, რომ ალიანსის გაფართოების საკითხი რუსეთთან და ალიანსის მხოლოდ ნაწილი ქვეყნების (“საკვანძო ქვეყნების”) მონაწილეობით იქნება განხილული.

ამის შესახებ Bloomberg-ი დიპლომატიური წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, ერთ-ერთი ქვეყანა “განრისხებულია” და სურს დაუყოვნებლივი ახსნა-განმარტება, თუ რას გეგმავს ბაიდენი.

მეორე დიპლომატი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი მოკავშირეები – რომლებსაც კარგად ახსოვს საბჭოთა გამოცდილება – შეშფოთებულნი არიან იმაზე, თუ რა დათმობები შეიძლება, მოჰყვეს ასეთ მოლაპარაკებებს “პოლიტიკური გარანტიებისა” და ნატო-ს საქმიანობის შეზღუდვების კონტექსტში, პუტინის დასამშვიდებლად. მისი თქმით, ბაიდენის წინადადებამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ყველა ქვეყანა შეაშფოთა, განსაკუთრებით – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და რუმინეთი.

მოკავშირეები შიშობენ, რომ ასეთი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ იმოქმედებს, რაც საშუალებას მისცემს განხეთქილებას და უნდობლობას შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის, ისევე – როგორც ევროპაში.

7 დეკემბერს ბაიდენსა და პუტინს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პირველი პირები კრემლის ლიდერთან უკრაინასთან დაკავშირებით არანაირ დათმობაზე არ წასულან. თუმცა, ბაიდენი დათანხმდა რუსეთთან მოლაპარაკებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეემსუბუქებინა მისი შეშფოთება უკრაინის ალიანსში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ბაიდენმა თქვა, რომ აპირებდა მოლაპარაკებების ორგანიზებას რუსეთისა და ნატო-ს “მინიმუმ ოთხი” მთავარი მოკავშირის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები