მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოში ადამიანის უფლებების გაძლიერებაზე ისაუბრა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში”.

პანელურ დისკუსიაში კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ზედამხედველობის საპარლამენტო ინსტრუმენტებზე.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების გაძლიერების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებულ როლს და მათი გაძლიერების მნიშვნელობას, ისევე, როგორც ამავე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უპირატესობას. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები