ევროკავშირის ქვეყნები კიდევ 40 ათას ავღანელ მიგრანტს მიიღებენ

ევროკავშირის ქვეყნების 15 წევრისგან შემდგარი ჯგუფი 40 ათასი ავღანელი მიგრანტის მიღებას დათანხმდა.

ამის შესახებ ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, – წერს Euractiv-ი.

ევროპაში ჩასულების ძირითად ნაწილს – 25 ათასს გერმანია შეიფარებს; ნიდერლანდები – 3 159-ს; ესპანეთი – 2500-ს, ასევე, საფრანგეთიც – 2500-ს, ხოლო სხვა ქვეყნები – უფრო მცირე რაოდენობას.

”ვფიქრობ, რომ ეს არის სოლიდარობის შთამბეჭდავი აქტი,” – თქვა იოჰანსონმა და დასძინა, რომ ავღანელების უმრავლესობისთვის კონტროლირებადი მიგრაციის დაშვება ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას.

მანამდე, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა ბლოკს, ხუთი წლის განმავლობაში 42,500 ავღანელი მიეღო, მაგრამ 27 წევრი სახელმწიფოდან ზოგიერთი წინააღმდეგი იყო.

არსებული მონაცემით, “თალიბანის” მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, ქვეყანა 85 ათასმა ავღანელმა დატოვა.

აგვისტოში აშშ-ის მიერ ჯარის გაყვანის დროს ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ უკვე მიიღო 28 ათასი ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები