ვენეციის კომისიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ვენეციის კომისიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. ჯანი ბუკიკიომ თანამდებობაზე კლერ ბაზი-მალორიმ შეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

კლერ ბაზი-მალორი არის ფრანგი იურისტი, 2010 წლიდან – საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, 2014 წლიდან – ვენეციის კომისიის წევრი.

40 წელზე მეტი ხნის კარიერის განმავლობაში, ის საფრანგეთში არაერთ სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა.

მისი უფლებამოსილების ორწლიანი ვადა 10 დეკემბერს იწყება, 2023 წელს მას ხელახლა არჩევის უფლება აქვს.

ჯანი ბუკიკიო “ვენეციელებს” 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის გააგრძელებს მუშაობას ვენეციის კომისიასთან, როგორც სპეციალური წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები