რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა

რიო – დე- ჟანეიროში, კოვიდვითარების გამო, ყველა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში ქალაქის მერმა, ედუარდო პაესმა გაახმაურა.

კოვიდვითარების გართულებამდე, ედუარდო პაესმა რიო- დე- ჟანეიროს მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პირობა მისცა. იგეგმებოდა ათობით სცენის მონტაჟი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე – გრანდიოზული ფეერვერკი და კოსტიუმირებული შოუ, თუმცა, „ომიკრონის“ შტამის ქვეყანაში დაფიქსირების გამო, ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

ედუარდო პაესმა მარტში დაგეგმილი, რიო -დე- ჟანეიროს გრანდიოზული კარნავალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კარნავალის გამართვის თაობაზე საბოლოო პასუხი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ, პანდემიამდე, საახალწლო კარნავალზე მილიონობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები იკრიბებოდა, სავსე იყო კოპა-კაბანას სანაპირო და დილამდე ისმოდა მუსიკა. არსებული ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შესაჩერებლად, საახალწლო ღონისძიებები ასევე გაუქმებულია სან – პაულოსა და სალვადორშიც.

ამ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო „ომიკრონით“ ინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევას ადასტურებს.

წყარო: https://www.reuters.com/world/americas/brazils-rio-cancels-new-year-celebration-pandemic-continues-2021-12-04/?fbclid=IwAR2YA3HwStIHzOIM7jT06HuiKdH-sccSBRTt4SzNaAz_UlsSEyb95xsFNgw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები