რუსეთში კოვიდის შემთხვევებმა იკლო, თუმცა, გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია

დაბალი ვაქცინაციისა და რეგულაციების უგულებელყოფის პარალელურად, 60 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია რუსეთის ბევრ რეგიონში სავალდებულო გახდა.
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა ქვეყანაში იკლო, თუმცა, გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რეკორდულად მაღალია.
დაავადების მაჩვენებელმა მაღალ ნიშნულს ოქტომბერში მიაღწია, რისი მიზეზიც, ექსპერტების მოსაზრებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი და რეგულაციების დარღვევაა. ამ დრომდე, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია აცრილი, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ვაქცინის ადმინისტრირება მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე ადრე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები