ესტონეთის პრეზიდენტი: ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს დაეხმარება

ნატო-ს აღმოსავლეთ ფრთის ცხრა სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნებში ალიანსის დამატებითი ჯარები განთავსდება.

ამის შესახებ ესტონურ ტელერადიომაუწყებელ ERR-ს ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა თქვა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.

კარისის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ყოველ ნაბიჯს საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება.

„და ბაიდენმა ეს აღნიშნა: არის ეკონომიკური, ფინანსური ბერკეტები, თუ საჭიროა, სამხედროც. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნებში ნატო-ს დამატებითი ჯარები განთავსდება.  სადაც ჯარებს განალაგებენ, ეს იქნება ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილება. მაგრამ დღეს, ხვალ თუ ერთ თვეში, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ნახსენები”, – თქვა მან.

ესტონეთის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ, ბაიდენის თქმით, ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთად იქნება მიღებული.

“არ არსებობს ისეთი სიტუაცია, როდესაც არის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. ნატო ამ გადაწყვეტილებებს ერთობლივად მიიღებს, ეს ეხება უკრაინის თემასაც”, – დასძინა კარისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები